მსოფლიო
    2026-04-17 | 05:33

    ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა

    ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა

    ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა.

    ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით ხუთი რაკეტა გაუშვეს გალილეის მიმართულებით, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, ხოლო ერთი ღია ტერიტორიაზე დაეცა.

    ამავე განცხადების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა ლიბანის სამხრეთში 380-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

    ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ რჩებიან „მაღალ მზადყოფნაში“ და მოქმედებენ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად.