პოლიტიკა
2026-04-17 | 09:50
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური 17 აპრილს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა – მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მსგავსი სტატიები
2026-11-06 | 20:40
რა მოხდა სინამდვილეში 2007 წლის ნოემბერში - მიხეილ სააკაშვილი2026-11-06 | 18:52
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს უმსაპინძლა