მსოფლიო
    2026-04-20 | 05:41

    ირანთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა -  ნეთანიაჰუ

    ირანთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა -  ნეთანიაჰუ

    აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ძალისხმევა ირანის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან ერთად გამოსვლისას.

    „ნებისმიერ მომენტში შეიძლება ახალი მოვლენები განვითარდეს,“ — ამბობს ნეთანიაჰუ.

    „ჩვენ დიდი გამოწვევებისა და დიდი შედეგების დროში ვართ. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვიბრძვით ირანის დიდი ტირანიის წინააღმდეგ, ქვეყნის, რომელიც ატერორებს მსოფლიოს, რომელიც ცდილობს ჩვენს განადგურებას, შეერთებული შტატების დამხობას, დასავლური ცივილიზაციის დამხობას. ​​ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ შედეგებს. ეს ჯერ არ დასრულებულა და ნებისმიერ წამს შეიძლება, ახალი მოვლენები განვითარდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.