ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება გამოცხადებულია ქტიტორად და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ, ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? - ლევან ხაბეიშვილი
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება გამოცხადებულია ქტიტორად [საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი] და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ. ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა
"მე არ მაქვს ჩვენს ხალხზე ისეთი წარმოდგენა, რომ არ ვართ ბრძოლისუნარიანები. ამდენი დისიდენტი ზის ციხეში, პაატა ბურჭულაძით დაწყებული, ირაკლი ნადირაძით გაგრძელებული და კიდევ ძალიან ბევრი. მანამდე კიდე დაკავებული კიკნაძე იქნება, ცეცხლაძე თუ სხვები...
ამდენი დისიდენტია ქვეყანაში და მერე ამბობენ რომ თურმე ლიდერები არა გვყავს. ეს დისიდენტები არიან დასაფასებელი .კიდევ ვიღაცეები გადაკრულად რომ საუბრობენ და ჭკუის კოლოფები არიან, შეცდომა დაუშვესო. “დავიწყებთ და დავამთავრებთ მე არ ვიტყვიო“. კაი კაცო! უფრო ჭკვიანური თქვით და დაამთავრეთ!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ხარება ქტიტორად არის მოხსენებული და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ! ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? მსოფლიოში თითით საჩვენებელი კაცი მოძალადედაა გამოცხადებული და ეკლესიის ამშენებელია ხარებაო, ხალხის მწამებელი, დამსახიჩრებელი, მკვლელი აბსოლუტური! არც დისიდენტი გვაკლია, არც ოპოზიციონერი და რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ,“ -- თქვა სასამართლო პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა.