პოლიტიკა
    2026-04-24 | 11:51

    ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! - ლევან ხაბეიშვილი 

    ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! - ლევან ხაბეიშვილი 

    „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციასაც მიმართა.

    “რომ ეზომებით იმ მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ეს სიგიჟეა! თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ოღონდ ეს ქვეყანა გაათავისუფლეთ, ოღონდ იბრძოლეთ ძმაო, მე ვიქნები უკანასკნელი აგიტატორი. ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე - 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, 24-ში რატომ არ გადიხართ? დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ამას ნუ იტყვით ხალხნო! მე თქვენსკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი... ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში? 10-ში? იმან პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო, მიშას უნდა უპასუხონ და ბიძინას რატომ არ პასუხობენ? 31 მარტს რომ დაანონსდა, 26 მაისის აქცია, 26-ჯერ არ უთქვამს პოლიტიკურ ლიდერს აქციის შესახებ ტელევიზორში, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ. აბსოლუტურად გაუგებარია პოლიტიკოსი, რომელიც მოლოდინებს ვერ ქმნის, მოლოდინები უნდა შექმნა და თუ ვერ გაიმარჯვებ, არაუშავს. ძმებო, ასე თუ გინდათ გააგრძელოთ, არავისთვისაა კარგი, ოპოზიციას არ ვყოფ ამ და იმ მხარეებად, თქვენი ნაწილი ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ და ასე გაიგეთ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო მიუსაჯეს - სააკაშვილს ვგულისხმობ, 5 წელია ციხეშია და თურმე პოსტი ვერ უნდა დაწეროს და ვიღაცებმა რევიზია უნდა გაუკეთონ, თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?

    რჩევას მოგცემთ, რომ დაგჭირდებათ, ვინმეს გალანძღვა, მე გამლანძღეთ, ოღონდ, ერთმანეთს შეეშვით.

    ბენზინი 4 ლარი ღირს, საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ საუბრობთ? თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკიდან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

    მსგავსი სტატიები