ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
“ქოცები სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო – დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ.
ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო…”მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში?სააკაშვილმა, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორია თქვენი საქმე?სააკაშვილმა, რომელსაც არ აქვს საშუალებები ტელევიზიით გამოსვლით, ციხიდან ჩაგიკეტათ თქვენ ეს ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება?თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით.
ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში.”