მსოფლიო
    2026-04-28 | 07:58

    დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ჩავიდნენ

    დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ჩავიდნენ

    დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ჩავიდნენ. ეს არის ბრიტანელი მონარქის პირველი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ.

    ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

    მეფე და დედოფალი ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე ჩაფრინდნენ.

    სამეფო ოჯახი გაემართა თეთრი სახლში, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დახვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტოები მედიაში ვრცელდება. 

    ეს არის ჩარლზ III -ს პირველი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში მონარქის რანგში და ბრიტანელი მონარქის პირველი ასეთი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ.

    როგორც ცნობილია, ბრიტანეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებთან ვიზიტის ორგანიზებისას, განსაკუთრებით ვაშინგტონის სასტუმროში მომხდარი სროლის ინციდენტის ფონზე.

    დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეფე ვიზიტის განმავლობაში „სრულიად უსაფრთხოდ იქნება“.

    ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.