საზოგადოება
    2026-04-28 | 08:13

    ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი - რიტმი” იწყება

    ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი - რიტმი” იწყება

    სოსო ლა­ღი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "თბი­ლი­სი - რიტ­მი“ ტრა­დი­ცი­ას აგ­რძე­ლებს და საერთაშორისო აღი­ა­რე­ბის არ­ტის­ტებ­სა და გა­მორ­ჩე­ულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს ად­გი­ლობ­რივ სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გენს. როგორც თბილისში, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო დირექტორმა ანი ლაღიძემ განაცხადა, წელს ფეს­ტი­ვა­ლი მსმე­ნელს ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს - ბა­რო­კოს მუ­სი­კი­დან ჯა­ზამ­დე, ბალ­კა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან აფ­რი­კუ­ლი მუ­სი­კის ჟღე­რა­დო­ბამ­დე.

    მისი თქმით, 11 მა­ისს თბილისის სახელმწიფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ვირტუოზი პი­ა­ნის­ტი შაინ ნოვ­რას­ლი ფრან­გული ტრი­ოს­ თანხლებით საზოგადოების წინაშე თავის მენ­ტორ­თან, ლე­გენ­და­რულ აჰ­მად ჯა­მალ­თან ერ­თად, პა­რიზ­ის სტუდიაში ჩაწერილი ალბომებით: “Emanation” and “From Baku to New York City” - წარდგება.

    12 მა­ისს თა­მაზ ყუ­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ჯა­ზკ­ლუბ­ში - "თა­თუ­ზა“ - შაინ ნოვ­რას­ლის ტრიო და  სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტში მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი მურ­მან ჯი­ნო­რია მუ­სი­კი­სა და პო­ე­ზი­ის წარმტაც სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რე­ბენ.

    28 მა­ისს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ფრან­გი აკორ­დე­ო­ნის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი ვინ­სენტ პე­ი­რა­ნი ოთხ ფრანგ ვირტუოზ მუსიკოსთან ერთად მსმენელს საპრემიერო ალ­ბომს – "Living Being IV: Time Reflections-ს” წა­რუდ­გენს.

    “თბილისში მოწვეული ფრანგი და აზერბაიჯანელი ვირტუოზი მუსიკოსები კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის საშუალებით მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავენ - ბაროკოს მუსიკიდან თინეიჯერულ პოპამდე, ბალკანეთის ტრადიციებიდან აფრიკის ჰანგებამდე. ისინი აგრძელებენ მსოფლიოს მსმენელთა გულების დაპყრობას შეუდარებელი ტალანტითა და უსაზღვრო შემოქმედებითობით”, - აღნიშნა ანი ლაღიძემ.

    ფეს­ტი­ვალს ასე­ვე და­ე­მა­ტა სი­ახ­ლე: წელს "თბი­ლი­სი - რიტ­მი“ პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლებს თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას. 16 მა­ისს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბილისის მუნიციპალურ თე­ატ­რში ინგმარ ბერგმანის პიესის - „რეპეტიციის შემდეგ” - მოტივებზე, მი­ხე­ილ მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ ამავე სახელწოდებით დადგმული სპექ­ტაკ­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. ერ­თმოქ­მე­დე­ბი­ან დრა­მა­ში მთა­ვარ რო­ლებს აკა­კი ხი­და­შე­ლი და მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი ას­რუ­ლე­ბენ.

    სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბი­ლი­სი – რიტ­მი“ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სსიპ "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და თბი­ლი­სის   მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "თა­გის არტი“.