პოლიტიკა
    2026-04-30 | 06:59

    არ ვიცი, რას ასახავს და როგორ შეიძლება, შეაფასო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც გერმანიის საგარეო უწყებაა, არ ვიცი, რა რესურსი არ ჰყოფნით, რათა ინფორმაცია სწორად განათავსონ -  მაკა ბოჭორიშვილი

    არ ვიცი, რას ასახავს და როგორ შეიძლება, შეაფასო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც გერმანიის საგარეო უწყებაა, არ ვიცი, რა რესურსი არ ჰყოფნით, რათა ინფორმაცია სწორად განათავსონ -  მაკა ბოჭორიშვილი

    არ ვიცი, რა რესურსი არ ჰყოფნის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ვებგვერდზე ინფორმაცია სწორად განათავსოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

    ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს გერმანიის საგარეო უწყებისთვის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებულია არასწორი ინფორმაცია.  

    „არ ვიცი, რას ასახავს და როგორ შეიძლება, შეაფასო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც გერმანიის საგარეო უწყებაა. არ ვიცი, რა რესურსი არ ჰყოფნით, რათა ინფორმაცია სწორად განათავსონ. ამ ყველაფრის მერე, როდესაც ვისმენთ ლექციებს დეზინფორმაციაზე, ინფორმაციის მანიპულაციაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე, უბრალოდ სასაცილოა, რადგან გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ვერ ხერხდება ამ დრომდე განთავსებული ინფორმაციის გასწორება. ჩვენ გვქონდა რეაგირება, ჩვენ ვერ ჩავასწორებთ ამ ინფორმაციას ჩვენი ძალებით. რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგრძელებთ შეხსენებას, გავაგრძელებთ ნოტების გაგზავნას და მითითებას იმაზე, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებულია არასწორი ინფორმაცია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

    მსგავსი სტატიები