კომენტარი
    2026-05-05 | 10:28

    მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ გადაწყვეტილება კონკრეტულ შედეგზე იქნება გათვლილი, მთავარია, მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - ირაკლი კობახიძე

    მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ გადაწყვეტილება კონკრეტულ შედეგზე იქნება გათვლილი, მთავარია, მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - ირაკლი კობახიძე

    მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ გადაწყვეტილება კონკრეტულ შედეგზე იქნება გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

    მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული.

    „მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ექსპერტული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს ამ რეჟიმში მუშაობა. რაც მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, ყველა რისკფაქტორი იქნაეს გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველა თემასთან დაკავშირებით ისე, რომ გონივრულად დაიხარჯოს თითოეული თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    მსგავსი სტატიები