მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება-მშენებლობას ევროპული ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.
ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.