საზოგადოება
    2026-05-11 | 12:50

    ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

    ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

    ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება.

    ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა.

    „ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

    საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

    მსგავსი სტატიები