საზოგადოება
    2026-05-11 | 13:19

    მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს, ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს - შალვა პაპუაშვილი

    მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს, ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს - შალვა პაპუაშვილი

    ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ.

    „დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან  ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.

    მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს! ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია,”- წერს პაპუაშვილი.

    საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

    მსგავსი სტატიები