სამართალი
2026-05-14 | 09:04
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
„დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
2026-05-13 | 11:18
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირია დაკავებული2026-05-13 | 08:14
ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს2026-05-13 | 07:08
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს