საკუთარი უმოქმედობით ეს რეჟიმი ეწევა ქვეყნის ინტერესების საბოტაჟს და ხელსუწყობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს -სალომე სამადაშვილი
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მიღებულ კანონს გამეოხმაურა.
"გუშინ რუსეთის დუმამ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, რეგიონის ყველა სახელმწიფო ამყარებს საკუთარ ევოვნულ ინტერესებს და რუსეთისგან დამოუკიდებებლობის გაძლიერებას ცდილობს, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ თმობს ყველა ეროვნულ ინტერესებს, არის საქართველო, ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ანექსიის პროცესი, ამის კიდევ ერთი მაგალითია.
ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის შემდგომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში, რეალურად კიდევ ერთი, საგრძნობლად მძიმე ნაბიჯია ანექსიის, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს რეგიონის გაერთიანების მიმართულებით. 9 მაისს მოსკოვში აღნიშნული ხელშეკრულების მოწერის დღიდან დღემდე, საქართველოს მმართველ რეჟიმს არც ერთი განცხადება ამ ფაქტზე არ გაუკეთებია.
ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის მიზნით მშვიდობიანი მანიფესტაციისას, ტროტუარზე დგომისთვის აკავებს, აჯარიმებს, ფიზიკურად უსწორდება-დუმს საქართველოს რეგიონის ღია ანექსიის პროცესზე.
რეჟიმი, რომელიც მტრად აცხადებს ევროკავშირს, რომელიც განუხრელად იცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიალობის პრინციპს, დუმს რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონის მიმდინარე ანექსიის პროცესზე.
რეჟიმი, რომელმაც რუსეთს დაუთმო საქართველოს სახელმწიფოს ყველა სტრატეგიული ინტერესი-ჩაშალა ანაკლიის პორტის მშენებლობა, შეაჩერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, გაზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და განდევნა საქართველოდან დასავლელი ინვესტორები, დუმს ანექსიის პროცესზე.
ეს დუმილი მხოლოდ თანხმობის ნიშანია და შესაბამისად ვაცხადებით, რომ ანექსიის პროცეში წინ მიდის საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით.
არანაკლებ საგანგაშოა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ანექსიის პროცესს აღარანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება არც ქვეყნის გარედან. სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა, დღემდე გამოხმაურების გარეშე დარჩა იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც მსგავს ვითარებაში მკაცრი განცხადებით უნდა გმობდნენ რუსეთის აგრესიული ანექსიურ პოლიტიკას.
ესეც არის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგი, რომელმაც საქართველოს წაართვა მოკავშირეები, გაფლანგა წლების მანძილზე შექმნილი დიპლომატიური რესურსები და დატოვა სრულიად დაუცველი რუსეთის შემდგომი აგრესიის წინაშე. როდესაც ქვეყნის ხელისუფლება აღარ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ცხადია, მას ვერავინ სხვა ვერ დაიცავს. მით უფრო, როდესაც ის სახელმწიფოები და ორგანიზაციები, ვინც მსგავს ვითარებაში ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ მტრადაა შერაცხული.
თუ თავად ვერ ბედავთ რუსეთის მტრული ნაბიჯის ჯეროვან შეფასებას, მაინტერესებს ვთხოვეთ თუ არა საქართველოს მოკავშირეებს მსგავსი შეფასების გაკეთება. თუ მსგავსი მიმართვა შეუძლებელი გახდა, თქვენს მიერ სწორედ ამ მოკავშირეების მტრად გამოცხადების პოლიტიკის შედეგად? უფრო სწორედ კი კითხვა მაქვს-ვინაა დღეს საქართველოს მოკავშირე?
რა არის ივანიშვილის რეჟიმის ‘პრაგმატული’ პოლიტიკის, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ ‘ბოდიშის’ პოლიტიკის შედეგი დღეს საქართველოსთვის? ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელი მდგომაორებით მხოლოდ ანექსიის გაღრმავება, საქართველოს იზოლაცია, ევროკავშირში გაწევრიანების დაკარგული შანსი, აშშ-სთან გაუქებული სტრატეგიული თანამშრომლობა, კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული ქვეყანა და კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლებისგან სიღარიბისთვის აბუჩად აგდებული ქართველი ხალხია.
მივმართავ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, გამოქვეყნეთ, რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე ანექსიის პროცესზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.
მაინტერესებს, გაიმართა თუ არა ერთი შეხვედრა მაინც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, აშშ-ს ადმინისტრაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზიებთან, რომ ვინმეს ხმა ამოეღო, დაეგმო რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
მსგავსი დიპლომატიური მოქმედებების განხორციელებისგან თავშეკავება, მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, თუ ვინმეს ასინტერესებს რეალურად რა არის სახელმწიფოს საბოტაჟი, ეს მიმდინარე ანექსიის პროცესის რეაგირების გარეშე დატოვებაა სწორედ და, მასზე შესაბამისი პასუხიმსგებლობა უნდა დაეკისროს მმართველ რეჟიმს", - განაცხადა სამადაშვილმა.