მსოფლიო
2026-05-15 | 09:45
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია
რუსეთის მიერ კიევზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 47 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვა. ყველაზე მძიმე შედეგები კიევზე იერიშებს მოჰყვა.
დღეს უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული.
მსგავსი სტატიები
2026-08-20 | 10:37
უპილოტო საფრენმა აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია2026-08-20 | 10:25
კიევზე მასირებული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა