აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე დღე მიმდინარეობს
აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო.
მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაცია პრესისთვის განცხადებას გააკეთებს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ მუდმივად აწვდის ინფორმაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, მოლაპარაკებების საკითხი პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრის დროსაც განიხილეს.
მოლაპარაკებების პირველი დღე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. РИА Новости-ის წყაროს ინფორმაციით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარება განხილვის მხოლოდ ერთ-ერთი საკითხი იყო, ძირითადი ყურადღება კი ევროპაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას დაეთმო.
რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის უფროსი ალექსეი კომკოვი და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი.
უკრაინის დელეგაციაში შედიან საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ანდრეი გნატოვი.
აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი და ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი.