მსოფლიო
    2026-05-16 | 09:31

    რუსეთის აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალს საჭიროა გლობალური ხასიათი ჰქონდეს - ანდრიი სიბიგა

    რუსეთის აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალს საჭიროა გლობალური ხასიათი ჰქონდეს - ანდრიი სიბიგა

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას განცხადებით, რუსეთის აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება და მის შექმნას უკვე ოფიციალური დადასტურება აქვს მიღებული. სიბიგას თქმით, ტრიბუნალს „გლობალური ხასიათი“ უნდა ჰქონდეს და ის მხოლოდ ევროპით არ უნდა შემოიფარგლოს.

    „ჩვენ გვაქვს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები. საჭიროა, რომ ამ ტრიბუნალს გლობალური ხასიათი ჰქონდეს. დღეს ის უკვე მხოლოდ ევროპით აღარ შემოიფარგლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისა და სასჯელის გარდაუვალობისთვის“, - განაცხადა სიბიგამ.

    მინისტრის განმარტებით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პოლიტიკური პროცესი 2025 წლის 9 მაისს ლვოვში დაიწყო, ხოლო ახლა პროექტი უკვე პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. მისი თქმით, ჰააგის არჩევა ადასტურებს, რომ ტრიბუნალი „აღარ არის აბსტრაქტული იდეა“, არამედ რეალური მექანიზმია, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

    სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება ტრიბუნალის ინფრასტრუქტურის, მოსამართლეთა დანიშვნისა და პროცედურული მექანიზმების ფორმირება. მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციას და რუსეთის ბოლო მასირებულ თავდასხმებს „სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებად“ აფასებს.