სამართალი
2026-05-20 | 12:07
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
მსგავსი სტატიები
2026-07-23 | 15:38
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე კვლავ პატიმრობაში რჩება2026-07-23 | 12:21
პოლიციამ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა2026-07-22 | 16:06
ყალბ Jack Daniel’s-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს