საზოგადოება
    2026-10-12 | 10:16

    დღის კალენდარი - 12 ოქტომბერი

    დღის კალენდარი - 12 ოქტომბერი

    წლის 285-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 80 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ღირსისა ონოფრე (ონისი ფორე) გარეჯელისა, სასწაულმოქმედისა (1786); ღირსისა  კვირიაკოზ განშორებულისა (556);  მოწამეთა: დადასი, სპარსთა მეფის შაბურის ძისა, გავედაისი და დისა მისისა კაზდოიასი (IV); ღირსისა თეოფანე მოწყალისა.

    დაიბადნენ:

    1537 _ ედუარდ VI‚ ინგლისის მეფე, ტიუდორთა დინასტიის წარმომადგენელი.

    1798 _ პედრუ I‚ ბრაზილიის იმპერატორი.

    1896 _ ეუჯენიო მონტალე‚ იტალიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1906 _ გიორგი ხუნდაძე‚ ცნობილი ქართველი ქირურგი.

    1923 _ ნოდარ ყიფშიძე‚ ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

    1935 _ ლუჩანო პავაროტი‚ გამოჩენილი იტალიელი ოპერის მომღერალი. გარდაიცვალა 2008 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1896 _ ნიკოლოზ დადიანი‚ ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

    მოვლენები:

    1492 წელი – ქრისტოფერ კოლუმბი მიადგა ბაჰამის კუნძულებს, რომელიც მას აზია ეგონა.

    1860 წელი – ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარებმა დაიპყრეს პეკინი.

    1931 წელი – ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია კალენდრის რეფორმის შესახებ.

    1960 წელი – ნიკიტა ხრუშჩოვმა ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა იუნესკოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

    1968 წელი – გვინეამ დამოუკიდებლობა მიიღო.

    1968 წელი – ნორმა ენრიკო ბაზილიო სატელო პირველი ქალია, რომელმაც ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო.

    1972 წელი – „მარინერ-9“-მ  მარსის ჩრდილოეთ პოლუსის სურათები გადაიღო.

    1984 წელი –  I.R.A.-მ სასტუმროში ბომბი ააფეთქა, სადაც მარგარეტ ტეთჩერი იმყოფებოდა. აფეთქებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    1988 წელი – ისრაელმა და ჩინეთმა სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.