რეგიონები
2026-05-22 | 04:20
ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე - მარიამ ქვრივიშვილი
ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.