საზოგადოება
    2026-06-01 | 04:54

    დღის კალენდარი - 1 ივნისი

    დღის კალენდარი - 1 ივნისი

    წლის 152-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 213 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

    წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახ. 323); ღირსისა იოანესი, გუთელ ეპისკოპოსისა (საქართველოში ხელთდასხმული, 770-790); მღვდელმოწამისა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა და მის თანა 3-თა ხუცესთა: აკაკისა, მენანდროსი და პოლიენოსი (100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389); მოწამისა მიღდონი ეგვიპტელისა, ერმო ქალაქიდან (III-IV).

     მსგეფსი (შვიდეული) ხსნილია.

     „სულიწმიდის ორშაბათი“ – ეს ტერმინი ლიტურგიკულ კრებულებში აღნიშნავს სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის მეორე დღეს – ორშაბათს. ესაა სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაულის დასაწყისი, და არა სულიწმიდის ცალკე დღესასწაული. შემდგომი დღესასწაულის მომდევნო დღეებს ეწოდება სულიწმიდის სამშაბათი, სულიწმიდის ოთხშაბათი და ა.შ. ხოლო მისი დასასრული, ანუ წარგზავნა იქნება შაბათს, 31 (13) ივნისს.

    დაიბადნენ:

    1646 — გოტფრიდ ლაიბნიცი, გერმანელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი.

    1796 _ ნიკოლა ლეონარ სადი კარნო, ფრანგი ფიზიკოსი, თერმოდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1832 წელს.

    1780 — კარლ კლაუზევიცი, გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1831 წელს.

    1804 — მიხაილ გლინკა,  რუსი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1857 წელს.

    1903 _ მიხეილ ჩხიკვაძე, ქართველი არქიტექტორი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1989 წელს.

    1906 - ანდრია ბალანჩივაძე, ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი,საზოგადო მოღვაწე.

    1926 - მერლინ მონრო — ამერიკელი მსახიობი. გარდაიცვალა 1962 წელს.

    1954 — მარტინ ანდერსენ ნექსე, დანიელი მწერალი.

    გარდაიცვალნენ:

    1593 — კრისტოფერ მარლო, ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    1823 — ლუი ნიკოლა დავუ, ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი.

    1868 — ჯეიმს ბიუკენენი, აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი.

    1916 - დავით გივიშვილი, ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი.

    მოვლენები:

    1195 წელი _ გაიმართა შამქორის ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ადარბადაგანის ათაბაგ აბუ-ბექრის ჯარს შორის. ქართველებმა დაამარცხეს მტერი.

    1792 წელი — კენტუკი აშშ-ს მე-15 შტატი გახდა.

    1796 წელი — ტენესი აშშ-ს მე-16 შტატი გახდა.

    1862 წელი — მთელ აშშ-ს ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.

    1893 წელი — ბერლინში ჯუზეპე ვერდის ოპერის „ფალსტაფის“ პრემიერა გაიმართა.

    1962 წელი — ქალაქ ნოვოჩერკასკში მუშების მღელვარება დაიწყო. ისინი ფასების გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საბჭოთა არმიამ დახვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაცია, 24 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა — 39. სასამართლომ 7-ს დახვრეტა მიუსაჯა.

    1980 წელი — მუშაობა დაიწყო ტედ ტერნერის ტელეარხმა CNN-მა, პირველმა საერთაშორისო 24-საათიანმა საინფორმაციო არხმა.

    1990 - თბილისში, მთაწმინდის საბაგირო გზაზე ავარიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

    რძის საერთაშორისო დღე.

    ტუნისი  _ ეროვნული დღე.

    პალაუ _ პრეზიდენტის დღე.

    აშშ _ სახელმწიფოებრიობის  დღე.

    ბაჰამი _ შრომის დღე.

    მონღოლეთი _ დედისა და ბავშვის დღე.

    ჩინეთი _ ბავშვთა დღე.

    დასავლეთ სამოა _ დამოუკიდებლობის დღე.

    ბულგარეთი _ თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემულ მებრძოლთა ხსოვნის დღე.