საზოგადოება
2026-11-28 | 21:04
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.
მსგავსი სტატიები
2026-11-28 | 12:56
სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა2026-11-28 | 10:45
მიტროპოლიტ აბრაამს 1-ელ დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ