საზოგადოება
    2026-06-10 | 04:51

    დღის კალენდარი - 10 ივნისი

    დღის კალენდარი - 10 ივნისი

    წლის 161-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 204 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება ღირსი ნიკიტა აღმსარებლისა, ქალკიდონის ეპისკოპოსისა (IX); წმიდა მღვდელმოწამეთა: ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I) და ელლადისა (XII); წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244).

    ღირსი მამა ნიკიტა აღმსარებელი, ეპისკოპოსი ქალკიდონისა VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. თავისი ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებისათვის იგი ქალკედონის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი ნიკიტა გამოირჩეოდა დიდი მოწყალებით. ხატთმპყრობელი იმპერატორის ლევ სომეხის მეფობის ჟამს მღვდელმთავარი მხნედ ამხილებდა ხატთმბრძოლთა მწვალებლობას და დღედაღამ შეაგონებდა თავის სამწყსოს მოწიწებით ეცათ თაყვანი იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყველა ღვთისსათნომყოფელი წმიდანის ხატებისათვის. ამის გამო ნიკიტამ მრავალი დევნა-შევიწროება გადაიტანა ხატთმბრძოლი იმპერატორისა და მის თანამზარხველ მწვალებელთაგან. წმიდა ნიკიტა აღმსარებელი IX საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი წმიდა ნაწილებისაგან კურნების სასწაულნი აღესრულებოდა.

    წმიდა მღვდელმოწამე ელლადი ეპისკოპოსი  ქრისტეს რწმენის აღიარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უვნებლად გადარჩა. საპყრობილეში წმიდა მღვდელმოწამეს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და წყლულები განუკურნა.

    დაიბადნენ:

    1819 _ გუსტავ კურბე, ფრანგი მხატვარი. გარდაიცვალა 1877 წელს.

    1832 _ ნიკოლაუს ავგუსტ ოტო, გერმანელი კონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1891 წელს.

    1915 _ სოლ ბელოუ, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1921 _ ფილიპ მაუნტბეტენი, ედინბურგის ჰერცოგი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II მეუღლე.

    1921 _ რევაზ ლაღიძე, გამოჩენილი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1981 წელს.

    1924 _ ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილი, ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე. გარდაიცვალა 1999 წელს.

    1929 _ მერაბ ბერძენიშვილი, ცნობილი მოქანდაკე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2016 წელს

    1936 _ რევაზ ბანცური, მათემატიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

    1953 _ გია ეძგვერაძე, მხატვარი, დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

    გარდაიცვალნენ:

    1836 _ ანდრე მარი ამპერი, ფრანგი მეცნიერი.

    1858 _ რობერტ ბროუნი, შოტლანდიელი ბოტანიკოსი.

    1882 _ ვასილი პეროვი, რუსი მხატვარი.

    1949 _ სიგრიდ უნსეტი, ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    მოვლენები:

    1542 _ რაზმმა ფრანსისკო დე ორელიანას ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ამაზონის უდიდესი შენაკადი მდინარე მადეირა.

    1865 _ მიუნჰენში გაიმართა რიჰარდ ვაგნერის ~ტრისტანი და იზოლდას” პრემიერა.

    1909 დაარსდა ქალაქი კანბერა ავსტრალიის დედაქალაქი.

    1940 _ ფაშისტურმა იტალიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

    1940 _ ფაშისტურმა გერმანიამ მოახდინა ნორვეგიის ოკუპაცია.

    1943 _ უნგრელმა ლასლო ბირომ გამოიგონა ბურთულიანი კალამი.

    1967 _ საბჭოთა კავშირმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან ისრაელ-ეგვიპტის „ექვსდღიანი ომის“ გამო. დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა 1991 წელს.

    1998 _ საფრანგეთში დაიწყო მე-16 მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა საფრანგეთის ნაკრები.

    ღირსსახსოვარი დღე:

    პორტუგალია — პორტუგალიის დღე

    პოლონეთი — ეროვნული დღე

    იორდანია - არაბული ჯარის დღე.

    მოლდოვა -  მესაზღვრის დღე.

    იაპონია - საათის დღე