პოლიტიკა
2026-07-14 | 08:18
კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოყვება – კახა კალაძე
ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.