საზოგადოება
    2026-07-16 | 05:20

    დღის კალენდარი - 16 ივლისი

    დღის კალენდარი - 16 ივლისი

    წლის 197-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 168 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი  მთაწმინდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთესი (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლი პიოდოტესი  და გოლინდუხტისა  (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზის (IV);  ღირსისა   ალექსანდრესი, „მღვიძარეთა“ სავანის  დამაარსებლისა (დაახლ. 430); ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი  პატრიარქისა (458). გერგეტის სამებობა (ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში).

    დაიბადნენ:

    1796 _ კამილ კორო, ფრანგი ფერმწერი. გარდაიცვალა 1875 წელს.

    1867 _ ია კარგარეთელი,  კომპოზიტორი.

    1943 - ავთანდილ მახარაძე, ქართველი მსახიობი.

    1948 _ სოფიო კინწურაშვილი,  მხატვარი.

    1964 _ ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკოსი  

    გარდაიცვალნენ:

    1860 - დანიელ ჭონქაძე, ქართველი მწერალი

    1938 - გიორგი ჯაბადარი, ქართველი რეჟისორი და პედაგოგი (დ.1888)

    1960 -ალბერტ კესელრინგი, გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ.1885)

    1965 - ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ქართველი ისტორიკოსი (დ. 1894)

    1976 - ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ქართველი მათემატიკოსი (დ. 1891)

    მოვლენები:

    1828 წელი — გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი „თბილისის უწყებანი“ სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით.

    1945 წელი — შეერთებულმა შტატებმა გამოცადა პირველი ატომური ბომბი.

    1950 წელი _ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბრაზილიაში, მარაკანას სტადიონზე, 199.854 გულშემატკივარი დაესწრო.

    1965 წელი _ გაიხსნა გვირაბი, რომლითაც საფრანგეთი დაუკავშირდა იტალიას.

    1969 წელი — გაუშვეს თანამგზავრი „აპოლო 11“, რომლის მოდელი `იგლ” მთვარეზე დაჯდა.

    1979 წელი — სადამ ჰუსეინი ერაყის პრეზიდენტი გახდა.

    1990 წელი _ უკრაინამ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ.

    1999 წელი _ აშშ-ს ინიციატივით, ჟენევაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაიმართა მოლაპარაკება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    საფრანგეთი — რასისტული და ანტისემიტური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

    ირლანდია, იტალია — ქალწულ მარიას დღე.