ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება - გიორგი გახარია
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება. ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში ჩვენ გვერდით მტკიცედ დგომისთვის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„მივესალმებით ევროკავშირის პროაქტიულ ნაბიჯებს სირიასთან, რათა გაუქმდეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო აღიარება. საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივი დუმილის ფონზე ცხინვალის რეგიონის მიმდინარე დე-ფაქტო ანექსიასთან დაკავშირებით (ფაქტობრივად რუსეთთან მიერთებაზე), ევროკავშირის მიზანმიმართული და თანმიმდევრული არაღიარების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ოკუპაცია და ანექსია ვერ ნორმალიზდება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაჭრობას არ ექვემდებარება. ევროკავშირის ამ ნაბიჯზე ცხინვალის რეჟიმის რეაქცია მის მნიშვნელოვნებას ადასტურებს. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვაში ჩვენ გვერდით მტკიცედ დგომისთვის - განსაკუთრებით „ქართული ოცნების" მთავრობის ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გათვალისწინებით”,- წერს გიორგი გახარია.