სამართალი
    2026-08-05 | 11:45

    პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე

    პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

    უწყების ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ინვენტარი და მასალები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.