პოლიტიკა
    2026-10-16 | 16:47

    შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება - საქართველოში აშშ-ის საელჩო

    შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება - საქართველოში აშშ-ის საელჩო

    „შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

    საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.

    „შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    მსგავსი სტატიები