პოლიტიკა
2026-11-25 | 16:49
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული. მან დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა ეშინოდეთ.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლახან გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა გვეშინოდეს“, – განაცხადა ლავროვმა ოთხშაბათს, გომელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ინტერესებს შეესაბამება.