საზოგადოება
2026-10-19 | 17:02
20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან – ძლიერი ინტენსივობით.
შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს მდინარეებზე – ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე – ცალკეული მონაკვეთების დატბორვა (საფრთხის დონე საშუალო).
მსგავსი სტატიები
2026-10-19 | 17:48
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია