საზოგადოება
    2026-10-22 | 08:22

    ანონსი - 22 ოქტომბერი

    ანონსი - 22 ოქტომბერი

    10:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

    თემა: „ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი; რა ვირუსია დომინანტური; რეკომენდაციები გართულების თავიდან ასარიდებლად“.

    მის: ერწოს ქ.N7

    11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსს გახსნის.

    მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

    საკონტაქტო: 555 451 001