ძალიან კარგი დილა თენდება - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში - სალომე სამადაშვილი
ძალიან კარგი დილა თენდება - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სერბეთის არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის დამარცხებას.
„2020 წელს საპარლამენტო ბოიკოტის შედეგად ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დარჩნენ სერბეთში. მოკლე დიატანციაზე ამან ვუჩიჩი გააძლიერა.
თუმცა, გასულ წლებში საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა.
ამ მოძრაობამ მოიპოვა ვადამდელი არჩევნები და ვუჩიჩიც დაასრულა.
ივანიშვილის რეჟიმმა აქედან ორი დასკვნა უნდა გამოიტანოს:
ავტოკრატია მუდამ თიხის ფეხზე დგას, როდის და რა ჩამოშლის, რთულად პროგნოზირებადია, ჩამოშლაა მხოლოდ გარანტირებული.
პარტიები შეიძლება აკრძალო-ხალხს ვერ აკრძალავ. დემოკრატიის აღდგენა კი, საბოლოოდ, მხოლოდ ხალხს შეუძლია.
მესამე დასკვნაც შეუძლიათ გამოიტანონ, რომელსაც ამერიკაში შუალედური არჩევნების შემდეგ გავუზიარებ, აუცილებლად“, - წერს სალომე სამადაშილი.
Ipsos/CeSID-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 38.8% აქვს.
ამ მონაცემების მიხედვით, სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში „სტუდენტური სია“ 141 ადგილს დაიკავებს, ვუჩიჩის პარტია კი, 103-ს. ახალ პარლამენტში დარჩენილ ექვსი ადგილი დანარჩენ ოთხ პარტიაზე გადანაწილდება.