ანონსი - 5 ნოემბერი
11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და არჩილ ჩოფიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს შეზღუდვები გაუგრძელა და ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობას ისევ უხანგრძლივებს - დაცვის მხარე მოითხოვს დაუყოვნებლივ მოეხსნას ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მიერ საპატიმროში დაწესებული აბსურდული, არაჰუმანური და უკანონო შეზღუდვები".
11:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.
მის: ვაჟა-ფშაველას 45ა, „ფორმულას“ შენობა სართული - 3
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644
12:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
13:00 საათზე, პარლამენტის სოფლის მეურნეობის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართება
მის: თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ.N1, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14:00 საათზე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: „პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში“.
მის: სოლიკო ვირსალაძის ქ.3, სასტუმრო „სვისოტელი“
18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი