საზოგადოება
    2026-11-25 | 13:48

    დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა

    დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.

    „ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.