პოლიტიკა
    2026-11-05 | 12:33

    2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს - ირაკლი კობახიძე

    2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს - ირაკლი კობახიძე

    საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს შეეხებოდა. 

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, რომელსაც ჰყავდა ავტორები და საქმე ეხება რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას.

    „დამეთანხმებით, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს. 

    არის საკონსტიტუციო სასამართლო, მას ჰყავს შემადგენლობა, ეს შემადგენლობა ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს, დანარჩენი მე კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას. 

    იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, ამ რეჟიმს ჰყავდა ავტორები და აქ საქმე ეხება ამ რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას. მაშინდელი სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი, ეს არის მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ,“- აღნიშნა პრემიერმა.

    მსგავსი სტატიები