საზოგადოება
2026-11-05 | 12:47
მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში.
„მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო. ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. მისი შემოქმედება გამორჩეულია ქართული სულითა და ხასიათით, რაც ყოველთვის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა ქართული საზოგადოების მხრიდან. თანავუგრძნობ ნუნუ დუღაშვილის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
მსგავსი სტატიები
2026-11-05 | 11:18
გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი2026-11-05 | 09:49
ანონსი - 5 ნოემბერი2026-11-05 | 09:43
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი2026-11-05 | 09:36
დღის კალენდარი - 5 ნოემბერი