საზოგადოება
    2026-11-25 | 08:56

    დღის კალენდარი - 25 ნოემბერი

    დღის კალენდარი - 25 ნოემბერი

    წლის 329-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 36 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე მოწყალისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (616-620); ღირსისა ნილოს მმარხველისა (V); წინასწარმეტყველისა აქიასი (960წ. ქრ. შ-მდე); ღირსისა ნილოს მირონმდინარისა, ათონელისა (1651); მარტინესი, ფრანგეთის ეპისკოპოსისა (375-383).

    დაიბადნენ:

    1562 – ლოპე ფელიქს და ვეგა, აღორძინების ეპოქის წარმომადგენელი, ესპანელი პოეტი,

    გარდაიცვალა 1635 წელს.

    1717 – ალექსანდრ სუმაროკოვი, რუსი პოეტი, გამომცემელი, გარდაიცვალა 1759 წელს.

    1810 – ნიკოლაი პიროგოვი, რუსული სამხედრო-საველე ქირურგიის ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1881 წელს.

    1844 – კარლ ფრიდრიხ ბენცი, გერმანელი ინჟინერი, მსოფლიოში პირველი ავტომობილის შემქმნელი.

    1875 – კოტე მაყაშვილი, პოეტი, გარდაიცვალა 1927 წელს.

    1895 – ლუდვიგ სვობოდა, გენერალი, ჩეხოსლოვაკიის სს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

    1897 – ტერენტი გრანელი-კვირკველია, პოეტი, გარდაიცვალა 1934 წელს.

    1927 _ თამაზ ჩხენკელი, მწერალი.

    1938 – თინა თერნერი, ამერიკელი მომღერალი.

    1960 – ჯონ კენედი-უმცროსი, პრეზიდენტის შვილი.

    გარდაიცვალნენ:

    1748 – ისააკ ვატი, ინგლისის ჰიმნის ავტორი.

    1763 – ფრანსუა პრევო, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1697 წელს.

    1911 – პოლ ლაფარგი, ფრანგი სოციალისტი, საფრანგეთის მუშათა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, დაიბადა 1842 წელს.

    1956 – ალექსანდრ დოვჟენკო, რუსი კინორეჟისორი, დაიბადა 1894 წელს.

    1957 – დიეგო რივერა, მექსიკელი ფერმწერი, დაიბადა 1886 წელს.

    1959 – ჟერარ ფილიპი, ფრანგი კინომსახიობი, დაიბადა 1922 წელს.

    1990 - მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფოსი.

    2016 - ფიდელ კასტრო, კუბელი რევოლუციონერი.

    2020 - დიეგო მარადონა, არგენტინელი ფეხბურთელი (დ. 1960).

    მოვლენები:

    1472 წელი – რუსეთის სახელმწიფო გერბი ორთავიანი არწივი გახდა.

    1783 წელი – ინგლისში საჯაროდ გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი.

    1867 წელი – ალფრედ ნობელმა მის მიერ გამოგონებული დინამიტი დააპატენტა.

    1913 წელი – რუსი მფრინავი ნესტეროვი პირველად ასრულებს „მკვდარ მარყუჟს“.

    1916 წელი – გერმანიაში ჯარების ცალკე სახეობად შეიქმნა სამხედრო-საჰაერო ფლოტი.

    1968 წელი – პრეზიდენტმა ნიქსონმა გასცა განკარგულება აშშ-ში ბაქტეოროლოგიური იარაღის განადგურების შესახებ.

    1969 წელი – მომღერალი ჯონ ლენონი ვიეტნამში ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უკან აბრუნებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენს.

    1978 წელი – გარდაიცვალა აშშ ფლორიდის შტატში მცხოვრები ქალი ელეინ ოპოზიტო, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა 1941 წლის 6 აგვისტოს, აპენდიციტის ოპერაციის დროს, როცა 6 წლის გოგონა იყო. უგონო მდგომარეობაში გაატარა 37 წელი და 111 დღე.

    1988 წელი – ვენაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მიიღეს კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოთროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

    2000 წელი – ამ წელიწადს მსოფლიოში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 მილიონით გაიზარდა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.

    სურინამი — დამოუკიდებლობის დღე.