საზოგადოება
    2026-11-05 | 17:12

    ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება

    ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება

    საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ახალი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, Boxette-თან პარტნიორობით, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოში ამანათების გამოგზავნას სპეციალურ ფასად შეძლებენ.

    აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

    ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში:

    • 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235

    • 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223

    • 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235

    ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.

    შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.