საზოგადოება
    2026-11-06 | 10:24

    დღის კალენდარი - 6 ნოემბერი

    დღის კალენდარი - 6 ნოემბერი

    წლის 310-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 55 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამისა არეთასი და მისთანა მრავალთა მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზ ვოისი,  ეთიოპიის მეფისა (დაახლ. 553-555); მოწამეთა სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (1311-ის შემდეგ); დღესასწაული ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).

    დაიბადნენ:

    1494 – სულეიმან I კანონმდებელი, თურქეთის სულთანი 1520-1566 წლებში, გარდაიცვალა 1566 წელს.

    1814 – ადოლფ საქსი, ბელგიელი ოსტატი, საქსოფონის გამომგონებელი, გარდაიცვალა 1894 წელს.

    1835 – ჩეზარე ლომბროზო, იტალიელი ფსიქიატრი  და ანთროპოლოგი, გარდაიცვალა 1909 წელს.

    1861 – ჯეიმს ნეისმიტი, ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელმაც 1891 წელს გამოიგონა კალათბურთის თამაში, გარდაიცვალა 1939 წელს.

    1916 – ვახტანგ ნინუა, ცნობილი მსახიობი, გარდაიცვალა 1982 წელს.

    1928 _ რამაზ პატარიძე, ენათმეცნიერი.

    გარდაიცვალნენ:

    1893 – პეტრე ჩაიკოვსკი, დიდი რუსი კომპოზიტორი, დაიბადა 1840 წელს.

    1941 – მორის ლებლანი, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1863 წელს.

    2017  - ჯანსუღ ჩარკვიანი, ქართველი პოეტი.

    მოვლენები:

    1854 წელი – შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტად აირჩიეს აბრაამ ლინკოლნი.

    1917 წელი – პეტერბურგში დაიწყო ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება.

    1918 წელი – კრაკოვში გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკა.

    1928 წელი – შეერთებული შტატების 31-ე პრეზიდენტად აირჩიეს ჰერბერტ ჰუვერი.

    1928 წელი – პოლკოვნიკმა ჯეიკობ შიკმა (აშშ) დააპატენტა ელექტრული საპარსი.

    1956 წელი – აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დუაიტ ეიზენჰაუერმა.

    ღირსსახსოვარი დღები:

    დომინიკის რესპუბლიკა — კონსტიტუციის დღე

    მაროკო — მწვანე მარშის დღე

    აშშ – საქსოფონის დღე