პოლიტიკა
    2026-11-10 | 10:50

    გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს შეხვდა

    გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს შეხვდა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.

    განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ბანკთან თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

    „გივი მიქანაძემ ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტს.

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები