პოლიტიკა
    2026-11-10 | 13:38

    მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

    მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას.

    ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.

    „მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    მსგავსი სტატიები