ევროკავშირი საქართველოს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება, რაც არის სრული აბსურდი - ეკა სეფაშვილი
ევროკავშირი საქართველოს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება, რაც არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში ძალიან თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება.
„ევროკავშირი საქართველოს მხარეს ბრალს დებს, რომ ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება და ამ დიალოგის დასაწყებად საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს არის სრული აბსურდი. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ძალიან მარტივი მანიპულაცია, იმიტომ რომ დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება. დიალოგის დაწყებას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და თუნდაც ევროკავშირისათვის ამ პრობლემური საკითხების და პრობლემური კანონების მუხლობრივი განხილვა. მაგრამ სწორედ ამის მოსმენა და ამის გაკეთება არ სურს ევროკავშირს, იმიტომ რომ ამ საკითხებში საქართველო პირნათელია. ამ კანონების განხორციელების პროცესში არსად ირღვევა არც ადამიანის უფლებები, არც ძირითადი თავისუფლებები და არც დემოკრატიული განვითარება. ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.