საზოგადოება
    2026-11-24 | 10:14

    დღის კალენდარი -  24 ნოემბერი

    დღის კალენდარი -  24 ნოემბერი

    წლის 328-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 37 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    დიდმოწ. მინასი (304); მოწ.: ბიქტორისა (II) და ბიკენტისა (204); მოწ. სტეფანიდასი (II); ღირ.თეოდორე სტუდიელისა, აღმს. (826); მოწ. სტეფანე დეჩანელისა (სერბ.).

    დაიბადნენ:

    1730 — ალექსანდრ სუვოროვი, რუსი მხედართმთავარი, სამხედრო თეორეტიკოსი, გენერალისიმუსი, გარდაიცვალა 1800 წელს.

    1757 – მიხაილ ბარკლაი დე-ტოლი, რუსი მხედართმთავარი. გარდაიცვალა 1814 წელს.

    1798 – ადამ მიცკევიჩი, პოლონელი პოეტი. გარდაიცვალა 1855 წელს.

    1898 — კოტე ბაქრაძე, ფილოსოფოსი, აკადემიკოსი, გარდაიცვალა 1970 წელს.

    1800 – ფერედერიკ სულიე, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1855 წელს.

    1822 – მეთიუ არნოლდი, ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი, გარდაიცვალა 1888 წელს.

    1822 – ივან ტურჩანინოვი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, აშშ ბრიგადის გენერალი. სამხედრო ისტორიკოსი, გარდაიცვალა 1901 წელს.

    1901 — ილია აბულაძე, ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, არმენოლოგი. გარდაიცვალა 1968 წელს.

    1916 - რევაზ მარგიანი — ქართველი პოეტი

    გარდაიცვალნენ:

    1072 — ბაგრატ IV‚ საქართველოს მეფე, დაიბადა 1027 წელს.

    1524 – ვასკო და გამა, პორტუგალიელი ნაოსანი.

    1863 – უილიამ თეკერეი, ინგლისელი მწერალი. დაიბადა 1811 წელს.

    1899 – სერგეი ბოტკინი, რუსი თერაპევტი. რუსული კლინიცისტური სკოლის დამაარსებელი. დაიბადა 1832 წელს.

    1908 – ფრანსუა ოგიუსტ ჰევარტი‚ ბელგიელი კომპოზიტორი. დაიბადა 1820 წელს.

    1915 - ჭოლა ლომთათიძე — ქართველი მწერალი.

    1920 -  ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი, ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

    1957 - დიეგო რივერა, მექსიკელი კუბისტი მხატვარი.

    - ინოლა გურგულია, ქართველი კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი (დ. 1929).

    2017 - ამირან შალიკაშვილი, ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

    მოვლენები:

    1653 – უკრაინულმა ლაშქარმა ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით დაამარცხა პოლონელები ჟვანცთან.

    1760 – რუსეთის იმპერატრიცა ელიზაბეტამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მემამულეებს უფლება მიეცათ, ციმბირში გადაესახლებინათ ყმები.

    1790 – რუსეთის ჯარებმა სუვოროვის მეთაურობით აიღეს თურქეთის ციხე-სიმაგრე იზმაილი.

    1851 – აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 35 ათასი წიგნი და უამრავი დოკუმენტი დაიწვა.

    2017 - ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    კათოლიკები – ნათლისღება.

    ლიბია – დამოუკიდებლობის დღე.