ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით
ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.
“ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, - განაცხადა პრემიერმა.