უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2019 15:30
font-size

“ აბა, რა ბიჭია ბორია, ან ნებისმიერი მისი მონა, ვინმე პატიოსანი პარტნიორი აიტანონ”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„სამი დღეა ფბ-ში არ ვყოფილვარ, ბევრი რამ გამომრჩა. თუ რაღაცას უკვე ნათქვამს ვიმეორებ, წინასწარ ბოდიშის ვიხდი. საქმე ეხება, რასაკვირველია, ახლახანს ჩატარებულ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა სათანადოდ შეაფასა სპეცოპერაცია ზუგდიდშიც და ყველა სხვა რაიონებშიც, თუმცა ზუგდიდი, რასაკვირველია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საბრძოლო პუნქტი იყო.

ისმის კითხვა, არის იმედი იმისა, რომ მომავალი, 2020 წლის არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება? ვეჭვობ, რომ საჯაროდ თუ არა, გულში მაინც ყველამ გაიაზრა, რომ ამის არავითარი, აბსოლუტურად არავითარი იმედი აღარ დარჩა. რაც უფრო მეტი აქვს მოპარული და მითვისებული ბორია ივანაშვილს და მის ბანდას, რაც უფრო არიან ისინი გალაღებულ-გაზულუქებული ბიუჯეტის ხვრით, მით უფრო გააფთრებით ჩაებღუჯებიან თავიანთ სკამებს, უფრო მეტად დააშინებენ და მოისყიდიან ამომრჩეველს. მათ ასევე ემსახურება არა მხოლოდ ბორიას მილიონებით მოსყიდული პრივილიგენცია, არამედ კრიმინალების მზარდი არმია. ძალაუფლების შენარჩუნება მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი2-ის გასული კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ მას არ უყვარს რევოლუცია, რადგან მან მხოლოდ ახალ დაპირისპირებასთან შეიძლება მიგვიყვანოსო. სავსებით ვეთანხმები. მაგრამ მან ასევე დაამატა, რევოლუცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა სრულიად მორღვეულია და შეუძლებელია ლაპარაკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისო. ოქროს სიტყვებია!

შეიძლება სიტყვასიტყვით არ ვიმეორებ, მაგრამ აზრი ეს იყო. და განა სახეზე არ არის ის ფაქტი, რომ ოპოზიციას ხელისუფლებასთან ლაპარაკი არ შეუძლია? რაზე შეიძლება ელაპარაკო ამ ტურების ხროვას, რომლებსაც არც ჭკუა აქვთ, არც განათლება, არც პროფესიონალიზმი, არაფერი, გარდა თვითგადარჩენის რაღაც პირველყოფილი ინსტინქტის და ძალაუფლების შენარჩუნების უკიდეგანო სურვილისა. ამისთვის ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ. ვფიქრობ ყველამ მოისმინა მანქანაში მჯდომი ერთი ზონდერის სიტყვები - ნაბრძანებია ნებისმიერ მეთოდს მივმართოთ - გატაცება, მოსყიდვა თუ სხვა რაც გინდაო. 2020 წელსაც იგივე ბრძანება იქნება გაცემული.

ვისთან შეუძლია ამ ხელისუფლებას შეთანხმება? მხოლოდ იმათთან, ვინც მათ ხელს არ შეუშლის განაგრძონ ქვეყნის ძარცვა და გაპარტახება, ასევე იმათთან, ვინც თვითონაც მიუჯდება ბიუჯეტს როგორც დამშეული ხბო დედის ჯიქანს. ასეთი და მხოლოდ ასეთი მოკავშირე აწყობთ მათ, რადგან არაფერი არ აკავშირებს ადამიანებს ისე მჭიდროდ როგორც გაზიარებული დანაშაული. აბა, რა ბიჭია ბორია, ან ნებისმიერი მისი მონა ვინმე პატიოსანი პარტნიორი აიტანონ! ეს ხომ მათთვის საშიშროებას წარმოადგენს. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც დღევანდელ ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას აწარმოებს, ეს არის მოლაპარაკება სამთავრობო სტრუქტურებში რბილი სავარძლის მიღებაზე, ანუ სახრავი ადგილების გადანაწილებაზე.

მინდა გავიხსენო ბატონი გრიგოლის კიდევ ერთი სიტყვა, რომლითაც მან გასულ თებერვალს ლიეჟში მიმართა ემიგრანტებს - ჩვენ ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით და თუ საჭირო იქნება საყოველთაო პროტესტის საშუალებითაცო. არ დადგა ამ საყოველთაო პროტესტის დრო?“- დაწერა დოდონა კიზირიამ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი