ანონსები
ანონსი - 15 თებერვალი
11:00 საათზე, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში" ზეპირი მოსმენა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
11:00 საათზე, საჯარო შესყიდვების რეფორმის ძირითადი ასპექტებისა და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართება.
მის: „თიბისი კონცეპტის” მულტიფუნქციური სივრცე, კოტე მარჯანიშვილის ქ. N7.
11:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს დაკომპლექტების წესზე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: დ. აღმაშენებლის #61
12:00 საათზე, პარლამენტში, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).
13:30 საათზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მარნეულს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან. ელჩი ასევე ეწვევა სოფელ სამშვილდეში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს „ორბის ბუდე".
14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს წარუდგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილება მიმდინარე საარჩევნო საკითხები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია და სამომავლო გეგმები.
მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი".
საკონტაქტო: თათა ძნელაძე - 551 22 66 00.
14:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
15:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
16:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ქვეყნის საქმიანობის კომპლექსურ ანგარიშს, საქართველოს მმართველობის ინდექსს წარადგენს.
ინდექსი მიმოიხილავს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს მმართველობის ოთხ სფეროში: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა.
18:00 საათზე, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 25- წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო ღონისძიება და მეგობრების კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისში“ - ლადო გუდიაშვილის #3
საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300