უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2025 23:00
font-size

„დიფ სთეითის“ მესიჯებს რომ გავყვეთ, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა, სინამდვილეში არის მარტივი სპეკულაცია - შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს - ირაკლი კობახიძე

„დიფ სთეითის“ მესიჯებს რომ გავყვეთ, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მარტივი და უხეში, გებელსისეული პროპაგანდა, რომელსაც საზოგადოება კარგად აფასებს, შესაბამისად, მას „დიფ სთეითისთვის“ სასურველი ეფექტი ვერ მოაქვს.

„გახსოვთ, 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში თავისი პატიმრების წამებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ უამრავი დანაშაული, მედიის მონოპოლიზება, დაყაჩაღება და ა.შ. მსგავსი არაფერი ხდება უნგრეთში და ამ დროს უნგრეთი მოიხსენიება, როგორც დიქტატურა, პრორუსული სახელმწიფო. ამ დროს საქართველოში რა ხდებოდა 2012 წლამდე - მთელი ეს უბედურება, დემოკრატიის ხელყოფა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, რუსეთისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება და ამ დროს ეს ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა და ანტირუსული ხელისუფლება, როდესაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში გააფართოვა საკუთარი გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა. ეს იყო ტერიტორიული გავლენა, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა სწორედ მაშინ, 2004-2012 წლების განმავლობაში, 2008 წელს და ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია. გახსოვთ უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი მიჰყიდეს წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას და რუსულ კომპანიებს. უამრავი ფაქტის მიუხედავად, წინა ხელისუფლება იყო ანტირუსული და დემოკრატიის შუქურა. ახლა არის სრულიად განსხვავებული ფაქტები, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს ერთადერთ რამეს, ეს არის ეროვნული ინტერესები, ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთს საკუთარი გავლენა ჩვენს ტერიტორიაზე არ გაუფართოებია, არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური კუთხით. ეს არის მშრალი ფაქტები. ყველაფერი დანარჩენი არის „დიფ სთეითის“ დადგმული სპეკულაციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გეოგრაფიული არეალი პრაქტიკულად შეუზღუდავია. თქვენ რომ დაუჯეროთ „დიფ სთეითს“ და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, როდესაც საუბარია გავლენიან ძალებზე, რომ ავიღოთ წამყვანი ოპოზიციური ძალები, საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი, უნგრეთში მთელი ხელისუფლება ყოფილა პრორუსული, სლოვაკეთში, სერბეთში და ა.შ. საფრანგეთთან ერთად არის დასავლეთ ევროპის უამრავი ქვეყანა, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია ასევე მოიხსენიება, როგორც პრორუსული, რუსეთის აგენტურა და ა.შ. აფრიკა, ჩინეთი, აზია, ლათნური ამერიკა და ა.შ, რომ გავყვეთ „დიფ სთეითის“ მესიჯებს, გამოდის, რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც, თავის დროზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ამერიკა რუსეთის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლამის რუსეთმა მოიყვანა თავისი ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოჰყავთ. სინამდვილეში არის მარტივი სპეკულაცია - შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. უმარტივესი გებელსისეული მეთოდია, შენი ოპონენტი უნდა დაუკავშირო მტრის ხატს და დანარჩენი არც არგუმენტები, არაფერია საინტერესო, უბრალოდ აგენტურამ ეს სიტყვა უნდა იმეოროს მუდმივად. ეს არის ერთადერთი, რაც ძალას აძლევს ამ პროპაგანდას. შენ გყავს აგენტურა და ამ აგენტურამ არაფერი არ უნდა იძახოს, გარდა რუსულისა. გახსოვთ იგივე დისკუსია „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“. რაიმე შინაარსში შევიდა ვინმე? არაფერი, იძახეს რუსული კანონი და მორჩა. შინაარსი არავის აინტერესებდა. აქაც იგივეა. არჩევნების შედეგები არ მოეწონათ და ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რუსულმა პარტიამ გაიმარჯვა, ეს ხომ ძალიან უხეში და მარტივი, გებელსისეული პროპაგანდაა. საზოგადოება, რაც მთავარია, ამას არ ყიდულობს. საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროპაგანდას თავისი ძალა აქვს, საბოლოო ჯამში მაინც არ აქვს ის ეფექტი, რაც „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ სურს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა