უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი

- ვაიძულეთ; - ვაღიარებინეთ; მეტი არაფერი აქვს სათქმელი. ამასობაში ესეც ტყუილია! - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას, სოციალურ ქსელში წერს:
„ფეხბურთზე უნდა დამეპოსტა და კალენდარს დავხედე 1 ოქტომბერი ყოფილა და არ მინდა აი პეპლებს და ყვავილებს რომ პოსტავენ იმათ დავემსგავსო
მაგრამ წავიკითხე ეპისტოლე და ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს მხოლოდ იმით რომ ამაყობ "ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!"
ანუ კარგად დაუფიქრდით
-- ვაიძულეთ;
-- ვაღიარებინეთ;
მეტი არაფერი აქვს სათქმელი. ამასობაში ესეც ტყუილია!
არადა 13 წელი სრულიად საკმარისია საამაყოდ გქონდეს მაგალითად ის რომ
- ქვეყანაში ტუბერკულიოზი დაამარცხე (ვერ ამბობს, შემომწყრალია ამერიკელებს)
- გააუმჯებესო მდგომარეობა სკოლებსა და ბაღებში (ვერ ამბობს შემომწყრალია ამერიკელებს და იძულებული გახდა პროკურატურის ძალით სდიოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდებს საკუთარი გუნდიდან )
- გააძლიერე ქართული ჯარის სამხედრო მზადყოფნა (ვერ ამბობს შემომწყრალია ამერიკელებს და იძულებული გახდა პროკურატურის ძალით სდიოს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ქურდებს საკუთარი გუნდიდან)
- ქვეყანაში ამდენი და ამდენი ათასი ადამიანი გამოსტავა სიღარიბეს (ვერ ამბობს, სახლემწიფო სტატისტიკის სამსახურო ყოველ წელს სულ უფრო მძიმე მონაცემებს აქვეყნებს)
- ვერ ამბობს, ვერ ამბობს ვერაფერს რაც სინამდვილეში აწუხებს ყველა ქართველს --- ჯანდაცვა, განათლება, სოციალური უსაფრთხოება, ინდივიდუალური თავისუფლება....
და გველაპარაკება სუვერენიტეტის გამყარებაზე, რომელიც სად გამყარდა, რომელ წელს და რომელ წერტილში?
- რუსული ჯარი გავიდა აფხაზეთიდან?
- იქნება ცხინვალის რეგიონიდან?
- იქნებ შავ ზღვაზე აღარ შენდება რუსული ბაზა?
- ან იქნებ ისეთი ქართულ-ევროპულ-ამერიკული საინვესიტიციო პროექტი დავიწყეთ, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მსგავსად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას
ხოდა ამის ნაცვლად
- ვაიძულე
- ვაღიარებინე
- ვაიძულე......
PS ხოდა ის მინდოდა მეკითხა გულზე ხელი დაიდეთ რამდენმა დაგუგლეთ წუხელ ალისონ ბეკერის ტრამვის ხანგრძლივობათქო “, - დაწერა თინა ხიდაშელმა.
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21