კომენტარი
დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე ურბანულად სწორად ვითარდება.
მან ურბანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
„ძირითადად, ოპონენტების მხრიდან მოდის საუბარი ამასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება, ფაქტი, რომ რამე არასწორად კეთდება, არ არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო გენერალური გეგმის მიღება - დოკუმენტის, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს და ხდება ქალაქის ურბანული განვითარება. სანამ გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, გვქონდა გარკვეული შენიშვნები, გვახსოვს, რა დღეში იყვნენ ოპონენტები, რა ამბავში იყვნენ, როდესაც ამ შენიშვნებზე ვსაუბრობდით და ღიად ვამბობდით, რომ რაღაცები უნდა შეცვლილიყო. გარკვეული ბრძოლის, უამრავი შეურაცხყოფის შემდეგ, მაინც მოვახერხეთ, რომ გენერალური გეგმა გაკეთილშობილებულიყო. მივიღეთ ისეთი გეგმა, რომლითაც ხდება ქალაქის სწორი ურბანული განვითარება და არა ქაოსური“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა არაერთი გასხვისებული ტერიტორია დაიბრუნა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნაცვლად, მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები მოაწყო.
„ხომ გახსოვთ, სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები სხვისდებოდა იმისთვის, რომ იქ კორპუსები აეშენებინათ. ვაკის პარკში ცხრასართულიანი კორპუსის აშენება ჰქონდათ დაგეგმილი, რომ არ დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია. რამდენიმე კვირის წინ გავხსენით „ავაზას“ სტადიონი, რომელიც გახსვისებული იყო იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ასეთი უამრავი ფაქტი, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ“, - აღნიშნა თბილისის მერმა „რუსთავი2“-თან, რომლის კომენტარსაც პრესსასმახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

